ადიგენში, სოფელ ზარზმაში,150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა გახსნეს

984

წინა სტატია

18 ოქტომბერს ადიგენში, სოფელ ზარზმაში, 150 მოსწავლეზე გათვლილი ახლადრეაბილიტირებული სკოლა გახსნეს.

ადიგენის მერიის ინფორმაციით, სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

“სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში გარემონტდა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული დარბაზი, სპორტული მოედანი და კეთილმოეწყო ეზოს ტერიტორია.

ასევე, მოეწყო გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები. სკოლა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

რეაბილიტაციისათვის მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 1 100 000 ლარი გამოიყ”, – განმარტავენ მერიაში.