ქუთაისში გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე ავტომობილების მოძრაობა სრულად აღდგა

1290

წინა სტატია

ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე, ავტომობილების მოძრაობა სრულად აღდგა. ამ დრომდე გადაკეტილი იყო ქუჩის ერთი მონაკვეთი, სადაც ქვაფენილი და ორიგინალური განათებები მოეწყო.

ტაბიძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია.  მერიის ინფორმაციით,  ქუჩაზე მთლიანად გამოიცვალა სანიაღვრე სისტემა და მოეწყო ტროტუარები.

ტაბიძის ქუჩაზე სამუშაოები მარტში დაიწყო და 3 თვეში უნდა დასრულებულიყო. თუმცა კომპანია “ჯეო სერვისმა”, სამუშაოები მიატოვა, რის შემდეგ განმეორებით გამოცხადებულ ტენდერში   შპს “პალადა” გამოვლინდა, რომელმაც დარჩენილი სამუშაოები შეასრულა.

ჯამში, ქუჩის რეაბილიტაციისათვის 1 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.