ბორჯომის სოფელ ქვაბისხევში 8 ოჯახს მზის ჰელიო სისტემის წყლის გამაცხელებლები გადაეცა

590

ა.ო “მწვანე ბორჯომმა” ა.ო “სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრთან” ერთად პროექტის განხორციელება დაიწყო, სახელწოდებით: “ქვაბისხევის ტყეზე მავნე ზეგავლენის შემცირება ენერგოეფექტური საშუალებების დანერგვით და გარემოსდაცვითი კამპანიების წარმოებით”. ინფორმაციას ბორჯომის ტელევიზია ავრცელებს. 

პროექტის ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევში 8 ბენეფიციარი ოჯახი შეირჩა და მათ მზის ჰელიო სისტემის წყლის გამაცხელებლები გადაეცათ. უახლოეს მომავალში დაგეგმილია შერჩეული ოჯახებისთვის ენერგოეფექტური ღუმელების გადაცემა.

პროექტი დაფინანსებულია, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში.