მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა საკრებულოს სხდომაზე 2019 წლის მესამე კვარტალური ანგარიში წარადგინა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
ვუგარ მამედოვის თქმით, 2019 წლის ცხრა თვის მონაცემებით, მუნიციპალიტეტს ჯამში 29 300 000 ლარამდე აქვს გახარჯული. აქედან, ხარჯის მუხლით გახარჯულია 14 124 000, შრომის ანაზღაურების მუხლით 2 515 000 ლარი, საქონელისა და მომსახურეობის მუხლით 2 589 000 ლარი.
„საქონელისა და მომსახურეობის მუხლში შედის ოფისის ხარჯები, სატრანსპორტო ხარჯები, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულების ხარჯები და სხვადსხვა ხარჯები“ – განაცხადა ვუგარ მამედოვმა.
მამედოვმა ასევე განაცხადა, რომ მარენულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ცხრა თვის მონაცემებით 908 000 ლარი დახარჯა, საედანაც შრომითი ანაზღაურებისათვის 482 000 დაიხარჯა. რაც შეეხება მუნიციპალიტეტის მერიას, ცხრა თვეში გახარჯულია 3 306 280 ლარი, სადაც 1 923 000 ლარამდე შრომითი ანაზღაურებაც შედის.