რუსთავში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, თოდრიას ქუჩაზე გზის სავალი ნაწილისა და ტროტუარების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
როგორც “ინტერპრესნიუსს” რუსთავის მერიიდან აცნობეს, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, დღეისთვის, დეკორატიული ფილებით ტროტუარების მოპირკეთება, სანიაღვრე სისტემისა და ბორდიურების მოწყობა, გარე განათების აღდგენისთვის კი, მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
ტროტუარების კეთილმოწყობა გრძელდება ტაშკენტისა და ლეონიძის ქუჩებზე. ლესელიძის ქუჩის I, II გასასვლელში, ასევე, I, II ჩიხში, გზებისა და შიდა ეზოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დღეისთვის, ტერიტორიაზე სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები ტარდება. ცურტაველის ქუჩაზე ექვს სააღმზრდელო ჯგუფზე გათვლილი #10 ბაგა-ბაღის ახალი შენობის მშენებლობა დაიწყო. ამ ეტაპზე, ტერიტორიაზე, შენობის საძირკველი ეწყობა.
წყარო: ინტერპრესნიუსი