წნორში სასწრაფო დახმარების ცენტრი შენდება

550

წნორში სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს.

სიღნაღის მერიაში აცხადებენ, რომ ერთსართულიანი შენობა სასწრაფო დახმარების 3 ჯგუფზე იქნება გათვლილი და მთლიან მუნიციპალიტეტს მოემსახურება. პროექტი ჯანმრთელობის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მასზე 341 367 ლარია გათვალისწინებული.

სამშენებლო სამუშაოები 18 სექტემბერს დაიწყო და წლის ბოლომდე დასრულდება.