ასპინძის სოფელ აწყვიტაში ლოდების ჩამოცვენის საკითხს მერია სწავლობს

513

წინა სტატია

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა აწყვიტაში ის ოჯახი მოინახულეს, ვის ეზოშიც კლდიდან ლოდები ჩაცვივდა. მერის მოადგილე დავით პაპაშვილი აცხადებს, რომ ტერიტორიაზე საფრთხის ქვეშ არამხოლოდ ველიჯანაშვილები, არამედ კიდევ ორი ოჯახია. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

„უზარმაზარი კლდეა, რომელიც იშლება. სამი ოჯახია საფრთხეში. რა სახით შეიძლება დავეხმაროთ, ამას ადგილობრივებთან ერთად განვიხილავთ, იმიტომ რომ კლდის მოსახსნელად ან დიდი სამუშაოები უნდა ჩატარდეს, რასაც ჩვენი ფინანსებით ვერ შევძლებთ, ან ეს ოჯახები უნდა გავასახლოთ ტერიტორიიდან“, – ამბობს დავით პაპაშვილი.

მისივე თქმით, ველიჯანაშვილების სახლთან ჩამოსული კლდის ნაშალი ხელით გაიწმინდება, რადგან ტერიტორიაზე ტექნიკის შეყვანა არ შეიძლება.

აწყვიტაში, კლდის მასა წუხელ გვიან ღამით, დაახლოებით 01:00 საათზე ჩამოიშალა. როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი ვიტალი ველიჯანაშვილი გვიყვება, მის ეზოში ლოდები რამდენიმე მეტრში გარჩერდა, ერთი კი სარდაფის სახურავს დაეცა.