სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გოლასკურში გზის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. 7,2 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი 2 364 841 ლარით აფინანსებს, 2020 წლის აპრილის ბოლოს დასრულდება.
“გზის პრობლემა სოფელს წლების განმავლობაში აწუხებდა, გასულ წელს ადგილობრივებთან გამართულ შეხვედრაზე პრობლემის მოგვარებას მოსახლეობას სახელმწიფო რწმუნებული დაპირდა”, – აცხადებენ სამხარეო ადმინისტრაციაში.
ასევე, სოფელში გარეგანათების ქსელი და დასასვენებელი პარკიც ეწყობა.
https://www.facebook.com/CityHallOfSenakiMunicipality/videos/250663299171362/