მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და კობილნიცას გმინის გამგებელმა ურთიერთანამშრომლობის ხუთწლიან მემორანდუმს მოაწერეს ხელი

742
2017 წლის 5–9 ივლისს, პოლონეთის რესპუბლიკაში, კობილნიცის გმინის მიწვევით, სამუშაო ვიზიტით  ქვემო ქართლის გუბერნიისა და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა შეხვედრები, კობილნიცისა და ახლომდებარე გმინების გამოცდილების გაზიარების მიზნით. ასევე, შემეცნებითი აქტივობები, ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიცაა – კობილნიცა, უსტკა, სლუპსკი და სხვა.

აღსანიშნავია, რომ მარნეულისა და კობილნიცას თვითმმართველობებს შორის ეკონომიკური განვითარებისა და პარტნიორული კავშირების ხელშეწყობის მიზნით, ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი 2017 წლის 20 მარტს, გაფორმდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა და კობილნიცას გმინის გამგებელმა ლეშეკ კულინსკიმ ურთიერთანამშრომლობის ხუთწლიან მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მარნეულისა და კობილნიცის მუნიციპალიტეტებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თვითმმართველობებს შორის თანამშრომლობის პოპულარიზაციას, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ეკონომიკური საქმიანობის და ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების სასწავლო–გაცვლითი პროგრამების სახით ხელშეწყობას ითვალისწინებს.

აღნიშნული ვიზიტიც, სწორედ კობილნიცის გმინისა და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებს შორის, მეგობრული კავშირების ფარგლებში შედგა.

წყარო: ეტანიუსი