სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბოდბეში ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ამ დრომდე სოფლის ტერიტორიაზე მსგავსი დანიშნულების შენობა არასდროს ყოფილა.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი სწორედ ადგილობრივების ინტერესების და საჭიროებების გათვალისწინებით ხორციელდება.
“აშენდება ორსართულიანი, თანამედროვე ტიპის შენობა, რომელსაც მულტიფუნქციური დატვირთვა ექნება. ახალგაზრდულ ცენტრთან ერთად მასში სოფლის ამბულატორია და ბიბლიოთეკა განთავსდება”,-აცხადებენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში.
შენობა მთის ფონდის დაფინანსების ფარგლებში შენდება და მასზე 390 200 ლარი დაიხარჯება.
მშენებლობა სექტემბრის თვეში დაიწყო და წლის ბოლოს დასრულდება.