ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქელეფონის, მთისძირისა და ქალაქ ვანის N2 საბავშვო ბაღი საზეიმოდ გაიხსნა, რომელიც რეაბილიტირდა თანამდეროვე სტანდარტების დაცვით და აღჭურვილია ყველა საჭირო რესურსით.
ვანის მერიის ცნობით, აღსაზრდელებსა და პედაგოგებს სასწავლო პროცესის დაწყება იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლევან კიკნაველიძემ, ვანის მუნიციპალიტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა, ა(ა)იპ „საბავშვო ბაღების გაერთიანება“-ს უფროსმა გვანცა სიგუამ მიულოცა და წარმატებები უსურვა.
აღნიშნული საბავშვო ბაღები სულ 250 მოსწავლეზე არის გათვლილი. პროექტების ჯამური ღირებულება 477 635 ლარს შეადგენს.