როდის დაიწყება მიწის სისტემური რეგისტრაცია ვანის მუნიციპალიტეტის სოფლებში

715

ვანის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები იწყება. მუნიციპალიტეტში მიწების რეგისტრაცია მიმდინარე წლის ივნისში დაიწყება და 2024 წლის ივლისში დასრულდება.

საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგი ასეთია:

2022 წელი – გორა – ივნისი; დიხაშხო – სექტემბერი; ციხესულორი – სექტემბერი; ზეინდარი – სექტემბერი; ტობანიერი – დეკემბერი; ყუმური – დეკემბერი; საპრასია – დეკემბერი.

2023 წელი – ვანი – აპრილი; შუამთა – ივლისი; მთისძირი – ივლისი; სალომინაო – ივლისი;
სალხინო – ივლისი; უხუთი – სექტემბერი; მუქედი – სექტემბერი; ამაღლება – ნოემბერი; ფერეთა – ნოემბერი.

2024 წელი – სულორი – იანვარი; ძულუხი – იანვარი; გადიდი – იანვარი; ზედა ვანი – ივლისი;
ბზვანი – ივლისი.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მიწის სისტემურ რეგისტრაციას 2024 წლის ბოლომდე ყველა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაასრულებს. მიწის სისტემური რეგისტრაცია არ შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და თვითმმართველი ქალაქების: თბილისს, ბათუმს, ქუთაისს, რუსთავსა და ფოთს.

სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მოქალაქეები საფასურის გადახდის გარეშე მიიღებენ შემდეგ მომსახურებებს: მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება; სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენა; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და მასში ცვლილების რეგისტრაცია.