ხარაგაულის საკრებულოს წევრებმა მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ გაწეეული საქმიანობის უარყოფითად შეფასების მიზეზად საკრებულოსთან არაკოორდინირებული მუშაობა დაასახელეს.
“ხარაგაულში ფინანსური კუთხით პრობლემებია. კომისიას გააჩნია დასაბუთებული შენიშვნები, რომელიც აღნიშნული სამსახურის მიერ ბევრ შემთხვევაში უგულებელყოფილია,”-განაცხადა სხდომაზე საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ვარლამ ჭიპაშვილმა.
კენჭისყრაში სულ 26 დეპუტატი მონაწილეობდა. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს დადებითი შეფასება მხოლოდ ერთმა დეპუტატმა, ფრაქცია “შენების მოძრაობის“ თავმჯდომარემ ინგა მაღრაძემ მისცა. ხუთმა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.