თელავში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გარე ფასადების რეაბილიტაცია დაიწყო. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქეთევან წამებულის ქუჩაზე მდებარე #5, #7 და #9 კორპუსებს. პროექტის ღირებულება – 1 102 000 ლარია.
თელავის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება და 2020 წლის აგვისტოში დასრულდება.
მიმდინარე წელს დასრულდება ჭავჭავაძის #2 კორპუსის გარე ფასადის რეაბილიტაცია.
პროექტის ღირებულება 271 243 ლარია.
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გარე ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შ.პ.ს. “ბკ კონსტრაქშენ” ახორციელებს.