ნინოწმინდაში, დიდი და პატარა გონდურას გზა ნაგავსაყრელად იქცა

547

სოფელ დიდი გონდურიდან პატარა გონდურამდე მისასვლელ გზაზე საყოფაცხოვრებო ნაგავი ყრია. ეს ადგილი მოსახლეობისთვის ღია ნაგავსაყრელს წარმოადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ9  ავრცელებს.

მერიის წარმომადგენლის ოგანეს გრიგორიანის განცხადებით, მათ იციან ამ პრობლემის შესახებ, შესაბამისად, ამ ნაგავსაყრელის დახურვას და ნიადაგის დაფარვას აპირებენ.

აღსანიშნავია, რომ ძალაში შევიდა ჯარიმების შესახებ კანონი: ქუჩაში 2 კილოგრამამდე ნარჩენის გადაყრისთვის ჯარიმა 80 ლარი; შენობის ფანჯრიდან გადაყრისას – 100 ლარი; ქუჩაში 2 კილოგრამზე მეტი ნარჩენის დაყრა ისჯება 150 ლარით, ხოლო ფანჯრიდან გადაყრისას – 500 ლარით; სახიფათო ნარჩენებით გარემოს დაბინძურების შემთხვევაში ფიზიკური პირების ჯარიმა 400 ლარს შეადგენს, ხოლო იურიდიული პირებისთვის – 1 000 ლარს.