ახალციხეში ხუთი კორპუსის სახურავს გამოცვლიან

541

ქალაქ ახალციხეში მრავალსართულიანი ბინების სახურავების რეაბილიტაციისათვის, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 120 000 ლარამდე გამოიყო. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

კორპუსების სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან რვა კვირაში დასრულდება. შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა კი სამი წელი იქნება.

ტენდერში მონაწილეობის მსურველთათვის წინადადების მიღება ხუთ ოქტომბერს იწყება და რვა ოქტომბერს დასრულდება.

რეაბილიტაცია ახალციხის მასშტაბით შემდეგ კორპუსებს ჩაუტარდებათ:

მესხეთის ქუჩა N11 და N9.
რუსთაველის ქუჩა N22
თაბუკაშვილის ქუჩა N40
ივანე ახალციხელის ქუჩა N91