რატომ შეჩერდა ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლითი გზის მშნებლობა?

860

ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლითი გზის 38 მილიონიანი პროექტი კვლავ შეჩერებულია. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. 

საერთაშორისო მნიშვნელობის გზის მშენებლობის პირველი ეტაპი ჯერ კიდევ 2018 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამწლიანი მუშაობის შედეგად სამუშაოები სანახევროდ შესრულდა და 15-ის ნაცვლად 6 კილომეტრი მოასფალტდა.

კომპანია ბლექსი გრუპში ამბობენ, რომ მიზეზი საგზაო დეპარტამენტში ვიკითხოთ. პროექტთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას იხსნის გურჯაანის მერიაც.