გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები იწყება. მუნიციპალიტეტში მიწების რეგისტრაცია მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და 2024 წლის ოქტომბერში დასრულდება.
საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგი ასეთია:
2022 წელი – კაჭრეთი – მარტი; ზემო კაჭრეთი – მარტი; კალაური – ნოემბერი; ჭანდარი – ნოემბერი; ძირკოკი – ნოემბერი.
2023 წელი – ვეჯინი – იანვარი; შაშიანი – იანვარი; მუკუზანი – იანვარი; ზეგაანი – იანვარი;
მელაანი – იანვარი; ჩალაუბანი – იანვარი; ჩუმლაყი – იანვარი; ყიტაანი – იანვარი; ჭერემი – დეკემბერი; ნანიანი – დეკემბერი; კარდენახი – დეკემბერი; კოლაგი – დეკემბერი; არაშენდა – დეკემბერი; დარჩიეთი – დეკემბერი; ქოდალო – დეკემბერი; ზიარი – დეკემბერი; ფხოველი – დეკემბერი; სოფელი გურჯაანი – დეკემბერი.
2024 წელი – გურჯაანი – აპრილი; ახაშენი – აპრილი; ვაზისუბანი – აპრილი;
ვაჩნაძიანი – აპრილი; კახიფარი – აპრილი; ველისციხე – ოქტომბერი; ბაკურციხე – ოქტომბერი; ჯიმითი – ოქტომბერი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მიწის სისტემურ რეგისტრაციას 2024 წლის ბოლომდე ყველა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაასრულებს. მიწის სისტემური რეგისტრაცია არ შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და თვითმმართველი ქალაქების: თბილისს, ბათუმს, ქუთაისს, რუსთავსა და ფოთს.
სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მოქალაქეები საფასურის გადახდის გარეშე მიიღებენ შემდეგ მომსახურებებს: მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება; სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენა; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და მასში ცვლილების რეგისტრაცია.