ლაგოდეხის მერიის მაღალჩინოსნებმა ავტოპაკი განაახლეს და 2019 წელს გამოშვებული რენოს მარკის 5 ავტომობილში 201 ათასი ლარი გადაიხადეს. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
ახალი ავტომობილებით მერის მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარე, ინფრასტრქტურის და ინსპექტირების სამსახურის თანამშრომლები ისარგებლებენ.
ლაგოდეხის მერიის განმარტებით, მოძველებული მანქანების შენახვა ძვირი უჯდებოდათ, რის გამოც ავტოპარკი განაახლეს.