კასპის მერია 88 000 ლარად სცენას ყიდულობს

640

ერთი სცენის შესყიდვაში, რომლის სიგრძე-სიგანე 12/10 მ უნდა იყოს, კასპის მერია 88 000 ლარს ხარჯავს. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური ავრცელებს, წერს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი.

შესყიდვების სამსახურში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, მომსახურება ერთჯერადი იქნება.

“120 კვ.მ ფართობის სცენა მუნიციპალიტეტს დარჩება. კულტურული ღონისძიებებისთვის გვჭირდება. აქამდე არასდროს გვქონია. საკმაოდ ძვირადღირებული მომსახურებაა. ეს იმისათვის, რომ ქირავნობის ღირებულება აღარ გადავიხადოთ” – აღნიშნა კაპის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსმა ნინო ჯინიყაშვილმა.