მთავრობა 2020 წლის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურული ხარჯების გაზრდას გეგმავს

1658

წინა სტატია

პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურული ხარჯები გაიზრდება. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

“მნიშვნელოვანი კომპონენტია ინფრასტრუქტურა – კაპიტალური ხარჯები ბიუჯეტში რა თქმა უნდა გაიზრდება. ესაც პირველ რიგში მიმართულია ჩვენი მოქალაქეების მოხმარებაზე, ძირითად საბაზისო ინფრასტრუქტურის შექმნაზე, თუმცა ამას აქვს თავისი ეკონომიკური მნიშვნელობა და ეკონომიკური ზრდისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – განაცხადა პრემიერმა.