ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხსა და ლაშეში გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყო. ამ ეტაპზე, ბუნებრივი აირის მაგისტრალს მიწისქვეშ ათავსებენ. ინფორმაციას პრაიმტაიმი ავრცელებს.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, ორი სოფლის 600-ზე მეტი აბონენტი გაზიფიცირდება.
სამუშაოებს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ დაკვეთით შპს “ბილდინგ დეველოპერი“ ააწარმოებს. ბუნებრივი აირის მაგისტრალის მშენებლობის შემდეგ კი, აბონენტების გამრიცხველიანებას “სოკარ ჯორჯი გაზი“ უზრუნველყოფს.
დღეის მდგომარეობით ხარაგაულში ექვსი სოფელი: თეთრაწყარო, ახალსოფელი, ჩხერი, ბაზალეთი, ისლარი, ჯაფაროული და დაბის ადმინისტრაციული ცენტრია გაზიფიცირებული.