ზუგდიდის 20 საბავშვო ბაღში სწავლა 1 ოქტომბრამდე გადაიდო

505

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 62 საბავშვო ბაღიდან დღეს სწავლა 20 ბაღში ვერ განახლდა . მიზეზი სარეკონსტრუქციო სამუშაოებია, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ოცი ბაღიდან ორი – მესამე და მერვე საჯარო ბაღები ქალაქის ტერიტრიაზე მდებარეობს. დანარჩენი თვრამეტი კი სოფლებში.

როგორც “ლაივპრესს” სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრში განუცხადეს, სწავლა აღნიშნულ 20 ბაღში 1 ოქტომბერს განახლდება.

ცენტრის თქმით, ზოგიერთ ბაღში მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა სავალალო მდგომარეობის გამო. ბევრგან კი კოსმეტიკური რემონტი.

ბაღებში წლის ბოლომდე კვების საკითხი მოგვარებულია და ამ მხრივ, როგორც განმარტეს, პრობლემები არ შეიქმნება.