ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხა დაამტკიცა.
728 176 ლარით შემდეგი პროექტები დაფინანსდება:
სოფელ ცხრაწყაროში ეწრის საუბნო გზის რეაბილიტაცია;
დაბა შორაპანში სანიაღვრე არხის მოწყობა;
წერეთლის ქუჩა N 8 – ში არსებული მინი მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები;
აღმაშენებლის ქუჩაზე N 53 – ის მიმდებარედ მინი მოედნის რეაბილიტაცია;
გორგასალის ქუჩაზე არსებული მინი მოედნის რეაბილიტაცია;
სოფელ მარტოთუბანში მინი სტადიონის მოწყობა;
მაღლაკელიძის ქუჩ N 5 ეზოს რეაბილიტაცია;
მაღლაკელიძის ქუჩა N 1 ეზოს რეაბილიტაცია;
დაგეგმილია ასევე, ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა უბნებში ატრაქციონებისა და ტრენაჟორების მოწყობა.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, სხდომის დღის წესრიგის გათვალისწინებით, სოფელ მეორე სვირის N 1 საჯარო სკოლისთვის დავით მერკვილაძის სახელის მინიჭებასაც დაუჭირა მხარი.