ბოლნისის მუნიციპალიტეტში 7 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა

554
გზა

საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზაზე 7 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა.

რეაბილიტირებული მონაკვეთი ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, იწყება მდ. მაშავერას ხეობაში, გადის სოფლებს: ქვეში, ჯავშანიანი, კიანეთი და კაზრეთის გადასახვევზე სრულდება.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ პროექტის შესაბამისად გზის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა: დაიგო ცემენტ-ბეტონის საფარი და რეაბილიტირდა არსებული ხიდი; მოეწყო წყალგამტარი მილები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და საგზაო ნიშნები; ასევე, მოეწყო ავტოპავილიონი და ავტობუსის გაჩერებები; განხორციელდა გზის სავალი ნაწილის მონიშვნა.

ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზა სომხეთის რესპუბლიკის საზღვრამდე მიდის და მისი  კეთილმოწყობა მინიშვნელოვანია როგორც სატრანზიტო გადაზიდვებისთვის ასევე, ბოლნისისა და დმანისის ტურისტული ობიექტებამდე კომფორტული გზით მისვლის თვალსაზრისით.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 6 755 811  ლარია.