ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. როგორც ოზურგეთის მერიაში აცხადებენ, სამუშაოების ჩამონათვალი ასეთია:
სოფელ ოზურგეთის კულტურის სახლს უტარდება რეაბილიტაცია. პროექტით გათვალისწინებულია: შენობის ინტერიერისა და ექსტერიერის სრული რეკონსტრუქცია, საკონცერტო დარბაზის რეაბილიტაცია, სცენის, ანტრესოლისა და ვერანდის კეთილმოწყობა, ლიფტისა და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების მონტაჟი, წყლისა და კანალიზაციის ქსელის, გათბობისა და კონდენცირების, სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მოწყობა და სხვა სამუშაოები. სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება 1, 268, 739 ლარს შეადგენს;
ასევე სოფელ ოზურგეთში მიმდინარეობს ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოები. პროექტი სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც ეკლესიის შემოღობვის სამუშაოები ჩატარდება. პროექტის ღირებულება 38 563 ლარს შეადგენს;
მიმდინარეობს ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესას გზიდან ბაილეთის ცენტრის გავლით 5 667 გრძივი მეტრი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურულ სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 873 763 ლარით დაფინანსდა. ამ ეტაპზე, მოეწყო ახალი ხიდი, დაიგო 3,6 კმ. გზა და მიმდინარეობს დარჩენილი 2 კმ. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები;
სოფელ ბაილეთში ამბულატორიის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა, რომლის ღირებულებაც 86, 591 ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება;
სოფელ ჯუმათში 4 200 გრძივი მეტრი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს – ნაურმევი, ცენტრისა და ბოგილას უბნების მიმართულებით. პროექტის ღირებულება 1 434 400 ლარს შეადგენს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.