13 სექტემბერს სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტში საპროექტო წინადადების ავტორებთან სამუშაო შეხვედრა იგეგმება, რომლის მთავარი მიზანი მათ მიერ წარმოდგენილი პროექტების მიმოხილვა იქნება, – აცხადებენ სიღნაღის მერიაში.
მათივე ცნობით, შეხვედრა სიღნაღის მერის პირველი მოადგილის მადონა ბატიაშვილის სამუშაო ოთახში გაიმართება, რომელსაც ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
“იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პროექტის ავტორი ვერ შეძლებს შეხვედრაზე დასწრებას, მისთვის დაინიშნება ალტერნატიული დღე, რომელიც წინასწარ დაანონსდება მუნიციპალიტეტის მერიის მიერ”, – ამბობენ მერიაში.
შეხვედრის განრიგი:პირველი ზონა – 11:00 საათი; მეორე ზონა – 13:00 საათი; მესამე ზონა – 15:00 საათი;
შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში კონსესუსის ეტაპი დასრულდა. მოქალაქეების მიერ წარდგენილი საპროექტო წინადადებები იხილეთ ბმულზე.