ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე ასფალტი დაიგო

1370

ბათუმში გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე, ბაგრატიონიდან ლეონიძის ქუჩამდე მონაკვეთში, სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ უკვე დასრულდა ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბორდიურების მოწყობის სამუშაოები.

პროექტით გათვალისწინებულია 38 ერთეული სანიაღვრე ჭის მონტაჟი.

მოეწყობა მუნიციპალური ტრანსპორტის გასაჩერებელი და საპარკინგე სივრცეები.

სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და 2020 წლის მაისში დასრულდება. პროექტის ღირებულება 1 მილიონ 277 ათას ლარს შეადგენს.