ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 8 საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება თეთრაწყაროს, ბორის, საღანძილის და დაბის #3 საჯარო სკოლებს. სველი წერტილები ეწყობა ნადაბურის, ლეღვნის და ღორეშის საჯარო სკოლებში, სახურავი შეიცვალა მოლითის საჯარო სკოლაში.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტს საჯარო სკოლების რეაბილიტაციის მიზნით, მიმდინარე წელს, 410 000 ლარი გამოეყო.