დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში სკვერი მოეწყობა.
დედოფლისწყაროს მერიის ცნობით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი, სოფელ გამარჯვებას ეწვია. მერი მოსახლეობის იმ ნაწილს შეხვდა, რომელმაც ყოფილი კულტურის სახლის ეზო გაწმინდა და დასასვენებელი ზონა მოაწყო.
“ნიკოლოზ ჯანიაშვილმა სოფლის მცხოვრებლებს გამოჩენილი ინიციატივისათვის მადლობა გადაუხადა და დაპირდა, რომ მომავალი წლის დასაწყისში ადგილობრივი ხელისუფლება სოფელში სკვერს მოაწყობს, რომელშიც საბავშვო ატრაქციონებიც განთავსდება. ნიკოლოზ ჯანიაშვილს ყურადღებისათვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების თანადგომა მათთვის მნიშვნელოვანია“, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.