ლაგოდეხში 317 აბონენტს წყლის დავალიანება ჩამოეწერება

865

“გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ”, შესაძლოა, ლაგოდეხში 317 აბონენეტს დავალიანება ჩამოაწეროს.

“მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ წყალმომარაგების ქსელი მოეწყო, 13 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. წელს, მარტის თვეში 317 აბონენტის გამრიცხვლეიანება მოხდა. წყალმომარაგების კუთხით რაღაცები ისევ მოსაწესრიგებელია, სამუშაოები ჩასატარებელია. მუნიციპალიტეტის ინიციატივა იყო, რომ ამ 317 აბონენტს დავალიანება ჩამოეწეროს, ქსელი მოწესრიგდეს და შემდეგ მოხდეს აბონენტებზე წყლის გადასახადის დარიცხვა,”- განაცხადა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა speqtri.ge-სთან.

კახეთის ხმა წერს, რომ წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის დავით ნარმანიას თქმით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ  ლაგოდეხში სასმელი წლის ხარისხის გაუმჯობესების და გარკვეული რაოდენობის აბონენტებისთვის მრიცხველზე დარიცხული თანხის განულების რეკომენდაცია მისცა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია აღნიშნულ საკითხებზე საბოლოო გადაწყვეტილებას 10 დღის ვადაში გამოაცხადებს.