ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სასოფლო ამბულატორიების მშენებლობა და რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
5 სოფელში – დიდვანში, გუთურში, საჭამიასერში, ჯვარცხმაში, დაბლაციხესა და ნაბეღლავში რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ხოლო, ზემო სურებსა და კოხნარში ახალი ამბულატორიები შენდება.
ამბულატორიების მშენებლობა – რეაბილიტაციის ჯამური სახარჯთაღრიცხვო ღირებულება 329 874 ლარს შეადგენს.