თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მარტოხელა მშობლები ყოველთვიურად 50 ლარს მიიღებენ

1657

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის სოფიო ბუსკივაძის ინიციატივით მარტოხელა მშობლის სოციალური დახმარების პროგრამა მიიღო.

როგორც საკრებულოში განმარტავენ, პროგრამის მიხედვით, თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებს ყოველთვიურად 50 ლარი გადაეცემათ.

“პროგრამის წლიური ბიუჯეტი 5 000 ლარს შეადგენს. მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე ბენეფიციარებს აღნიშნული პროგრამით სარგებლობა მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან შეეძლებათ. გარდა ამისა, მომავალი წლიდან საკრებულო გამოხატავს მზაობას, რომ პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდოს”, – განმარტავენ საკრებულოში.