ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალბედისეულში ამბულატორიის მშენებლობა მიმდინარეობს.
ამ დრომდე სოფელში სამედიცინო მომსახურეობის პუნქტი არ არსებობდა და ადგილობრივებს შესაბამისი მომსახურეობის მიღებისთვის რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევდათ.
სამშენებლო სამუშაოებს, რომელიც ნოემბრის თვეში დასრულდება შპს „გია კონსტრაქშენი“ ასრულებს. ინფორმაციას ხონის მერია ავრცელებს