დმანისის მერია ახალი ევროპული სტანდარტებით შექმნილი, თანამედროვე დასასველებელი სივრცის მოწყობას გეგმავს.
მერიამ გამოცხადა ტენდერი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავახში სპორტული მოედნის, საზოგადოებრივი რეტერატისა და სკვერის მოწყობის სამუშაოების შესყიდვის შესახებ, რომლის ღირებულება 478 119.00 ლარს შეადგენს.
პროექტით გათვალისწინებულია სკვერი მოეწყოს ბორდიულებით, დეკორატიული ფილით, საბაღე სკამებით, ურნებითა და დეკორატიული განათების ლამპიონებით.
სკვერის ტერიტორიაზე განთავსდება ბავაშვო გასართობი სივრცე, კაუჩუკიან მოედანზე დამონტაჟებული ატრაქციონებით და ტრენაჟორებით.
სკვერში მოეწყობა ხელოვნურ საფარიანი მინი სპორტული მოედანი, დეკორატიული ხის ფანჩატრული და ხის პერგოლა, ასევე საზოგადოებრივი რეტერატის შენობა, სადაც განთავსებული იქნება ორგანყოფილებიანი საპირფარეშოები.
სკვერის ტერიტორიაზე გათვალისწინებულია მოეწყოს ვიდეომონიტორინგი. ინფორმაციას დმანისის მერია ავრცელებს.