ქალაქ სიღნაღში გოძიაშვილის, სარაჯიშვილი-ვაჟა ფშაველას დამაკავშირებელი და გორგასალის ქუჩის გზების რეაბილიტაცია დაიწყო.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ყველა ქუჩაზე მოასფალტებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
სამივე ქუჩაზე ორი ფენა ასფალტობეტონის გზის საფარი დაიგება. გოძიაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია ოცდაათი წლის მანძილზე არ ჩატარებულა და მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა.
სიღნაღის გზების რეაბილიტაცია რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, რომელზეც 330 258 ლარი დაიხარჯება.