ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ღოღეთში გზის მოასფალტება დაიწყო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის მოსწორებისა და მოხრეშვის სამუშაოები.
პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით. სულ დაიგება 5 კმ. გზის საფარი. სამუშაოებს ასრულებს შპს „ქროს ფოინტი“. ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.