ქარელის მერიამ რუის-ურბნისის ეპარქიას ერთ წელში 90 000 ლარი გადაურიცხა

542

ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ რუის-ურბნისის ეპარქიას ერთ წელში 90 000 ლარი გადაურიცხა, – ეს ინფორმაცია ასახულია ქარელის მერიის კულტურისა და ხელოვნების სააგენტოს 2021 წლის ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით, ეს თანხა 2 მიმართულებით დაიხარჯა:

  • 60 000 ლარი მოხმარდა რელიგიური დაწესებულების საკულტო შენობა ნაგებობების აღდგენა რეაბილიტაციას;
  • 30 000 ლარი მოხმარდა ქარელის მე-2 საბავშო ბაღის ყოფილი შენობის რეაბილიტაციას, საგანმანათლებლო დაწესებულების ამოქმედების მიზნით.