დაბა ბაკურიანში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს

823

დაბა ბაკურიანში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს.

“დაბა ბაკურიანში დღეს აქტიურად მიმდინარეობს: სოფელ მიტარბის მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, დიდველის საპარკინგე ადგილის მოწყობა, შემოვლითი გზის მშენებლობა, „წრიული“ გზის რეაბილიტაცია, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა, მუსიკალური სკოლის რეაბილიტაცია, “მელისის” დასახლებაში გზის მოწყობა.

პარალელურად მიმდინარეობს ბაკურიანში დარჩენილი ქუჩების პროექტირება, რომლის სამშენებლო სამუშაოები 2020 წელს განხორციელდება”, – განმარტავენ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში.

მათივე ცნობით, უახლოეს მომავალში დაიწყება სტადიონის რეაბილიტაცია, სკვერის მოწყობა, წერეთლის ქუჩის რეაბილიტაცია და დიდველის მიმართულებით საფეხმავლო ბილიკის გაკეთება.

გარდა ამისა, როგორც სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, უკვე დასრულებულია წაღვერი-ბაკურიანის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია და ბაკურიანში ტრენაჟორების მოედნის მოწყობა.

პროექტები ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება.