ქობულეთის ზღვის სანაპიროზე 30 საშხაპე და შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღჭურვილი გასახდელები დამონტაჟდა. ინფორმაციას tv25 ავრცელებს.
საპლაჟო ინფრასტრუქტურა საავადმყოფოს უბანში, ასევე, ფიჭვნარში მოეწყო.
კონსტრუქციების მოსაწყობად ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 30 000 ლარი დაიხარჯა.