დღეიდან საპილოტე პროექტის ფარგლებში, კოტე აფხაზისა და მის მიმდებარე ქუჩებზე ზონალური საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. პროექტს თბილისის სატრანსპორტო კომპანია ახორციელებს.
დღე-ღამის განმავლობაში ზონალური პარკირება ოთხ ადგილზე დამონტაჟდება და პირველი 15 წუთი უფასო იქნება, ხოლო კოტე აფხაზის ქუჩის მცხოვრებლებისთვის და ელექტრომობილების მფლობელებისთვის პარკირება უფასოა.
პარკირების ადგილები A, B და C ნაწილებად არის დაყოფილი, ფასები კი განსხვავებულია და 1-დან 3 ლარამდეა განსაზღვრული. პარკირების საფასურის გადახდა შესაძლებელია გადახდის აპარატებითა და სატელეფონო აპლიკაციით.
გარდა ამისა, აღნიშნულ ტერიტორიაზე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები მუშაობენ, რომლებიც მოსახლეობას პარკინგის გადასახადთან დაკავშირებით კონსულტაციას უწევენ. ასევე, ზონალურ პარკირებასთან დაკავშირებით, განთავსებულია საინფორმაციო ჯიხურები.
თბილისის მერიის ცნობით, ზონალური საათობრივი პარკირების სისტემა ეტაპობრივად თბილისის სხვა რაიონებშიც ამოქმედდება.
“სისტრა სპექტრუმ კონსალტინგის“ ჯგუფის ხელმძღვანელის სმათ აბესაძის თქმით, თბილისში ავტომობილების ქუჩებში უფასოდ პარკირება, შესაძლოა, საერთოდ აიკრძალოს.