ხვალიდან კოტე აფხაზის და მის მიმდებარე ქუჩებზე საათობრივი პარკირება ამოქმედდება

615

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ხვალიდან კოტე აფხაზისა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალური საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. მისი თქმით, 1 აგვისტოდან აღნიშნულ ტერიტორიაზე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები იმუშავებენ, რომლებიც მოსახლეობას პარკინგის გადასახადთან დაკავშირებით კონსულტაციას გაუწევენ. მერის განცხადებით, ზონალური საათობრივი პარკირების სისტემა ეტაპობრივად თბილისის სხვა რაიონებშიც ამოქმედდება.

“ხვალ არის 1 აგვისტო და ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვანი საპოლოტე პროექტის განხორციელებას – ეს არის ზონალური საათობრივი პარკირება. კოტე აფხაზისა და მის მიმდებარე ქუჩებზე საპილოტედ განვახორციელებთ ამ პროექტს და ის ხვალიდან დაიწყება. ამ პროექტს ახორციელებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია, რომლის თანამშრომლები იმუშავებენ ზონალური პარკირების არეალში და სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს კონსულტაციას გაუწევენ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა განახორციელონ გადახდა. გარდა ამისა, ჩვენ განთავსებული გვქონდა საინფორმაციო ჯიხური იმისთვის, რომ იქ მცხოვრებლებს და დაინტერესებულ პირებს ამ ახალ სისტემასთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია მიეღოთ. ასევე, მძღოლები დახმარებას მიიღებენ არა მხოლოდ საპარკინგე სივრცეებში, არამედ სწრაფი გადახდის აპარატებთანაც. გარდა ამისა, მინდა მოსახლეობას შევახსენო, რომ უკვე შესაძლებელია ყველა სმარტფონისთვის ჩამოტვირთოთ სპეციალური აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია გადახდა. ეტაპობრივად სხვა რაიონებსა და ქუჩებზეც შემოვა ეს სიახლე“, – განაცხადა კალაძემ.

“სისტრა სპექტრუმ კონსალტინგის“ ჯგუფის ხელმძღვანელის სმათ აბესაძის თქმით, თბილისში ავტომობილების ქუჩებში უფასოდ პარკირება, შესაძლოა, საერთოდ აიკრძალოს.