ქუთაისში სპორტული და სახელოვნებო სკოლების რეაბილიტაციისთვის 2 170 000 ლარი დაიხარჯება

692

ქუთაისში 2020 წელს სპორტული სკოლების და სახელოვნებო დაწესებულებების რეაბილიტაციისთვის 2 170 000 ლარი დაიხარჯება. ინფორმციას ნიუპრესი ავრცელებს.

“rეაბილიტაცია ჩაუტარდება კრივის, ძიუდოს და ჭიდაობის დარბაზებს, ასევე, ნიჩბოსნობის კომპლექსურ სკოლას, რისთვისაც 1 300 000 ლარია გათვალისწინებული”, – ამის შესახებ ქუთაისის მერმა, მედიის და მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

გიორგი ჭიღვარიას თქმით, ასევე დაგეგმილია კულტურულ-სახელოვნებო დაწესებულებების რეაბილიტაცია, რისთვისაც 870 000 ლარი დაიხარჯება. საუბარია სახელოვნებო, ასევე მეორე, მესამე და მეოთხე მუსიკალურ სკოლებზე.