ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში ახალი ხიდი გახსნეს. ხიდის მშენებლობა საქველმოქმედო ფონდმა “ქართუმ“ 250 000 ლარით დააფინანსა, რაც შეეხება სამუშაოებს, ის კომპანია “ზიმომ“ შეასრულა.
ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, ხიდის მშენებლობა 2019 წლის 25 ივნისს დაიწყო და სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.
“სოფელში ხიდი 90-იანი წლების დასაწყისში, სამოქალაქო დაპირისპირების დროს დაინგრა, რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობას სავარგულებამდე მისასვლელი გზა არ ჰქონდა და შემოვლითი გზით უხდებოდა სარგებლობა. ამჟამად სოფელში 3 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.”, – ამბობენ მერიაში.
ამასთან, სამეგრელოს რეგიონში “ქართუს“ დაფინანსებით 60 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული პროექტებისთვის ფონდიდან 25 მილიონ ლარამდეა გადარიცხული.