სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ქუთაისში რამდენიმე სკოლის რეაბილიტაცია იწყება.
როგორც ქუთაისის მერიაში განმარტავენ, პროგრამის ფარგლებში, ქუთაისის საჯარო სკოლებში სახურავებსა და დაზიანებულ იატაკებს შეაკეთებენ, ასევე, მოაწესრიგებენ სველ წერტილებს.
“ამ კუთხით სულ 19 საჯარო სკოლას გაეწევა დახმარება. აღნიშნული პროგრამისთვის მთავრობის განკარგულებით, 2 მილიონი ლარია გამოყოფილი”, – ამბობენ მერიაში.
შეგახსენებთ, რომ წელს სკოლების რეაბილიტაციისთვის 40 მილიონი ლარის 642 პროექტი განხორციელდება. ამასთან, იმერეთს განათლების ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი 40 მილიონიდან 187 პროექტისთვის 9 მილიონი ერგო.