ზუგდიდის მერის გადაწყვეტილებით, 11 ოჯახს სოციალურ სახლს კონკურსის გარეშე აუშენებენ

624

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი შენგელიას გადაწყვეტილებით, 2020 წელს სოციალური სახლი 11 ოჯახს უკონკურსოდ აუშენდება, აღნიშნული გადაწყვეტილება ბენეფიციარებს კომისიის სხდომაზე პირადად გააცნეს.

“იმ ოჯახებს, რომლებმაც 26, 27 და 28 ქულა დააგროვეს და პრიორიტეტულ ოჯახებს შორის ვერ მოხვდნენ, მომავალ წელს სახლები უკონკურსოდ აუშენდებათ, ხოლო დანარჩენი 14 ოჯახი კომისიის წესით აირჩევა“,-აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

როგორც ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, ახალმოსახლეთა შორის 49 ბენეფიციარი, მათ შორის 20 ბავშვია. მათივე ცნობით, მიმდინარე წელს ახალი სახლი 27 ოჯახს აუშენდება.

პროექტის ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის 2015 წლიდან დღემდე 91 სახლი აშენდა.