დედოფლისწყაროს სოფელ გამარჯვებაში სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა

963

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც, დაახლოებით, 1 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასრულდა.

როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში, სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. კერძოდ, პროექტის მიხედვით, მოეწყო თანამედროვე, უახლესი აპარატურით აღიჭურვილი საკლასო ოთახები და ლაბორატორიები, ასევე, კეთილმოეწყო სპორტული და სააქტო დარბაზები.

მათივე ცნობით, სოფელ გამარჯვების სკოლის რეაბილიტაცია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (Millennium Challenge Corporation – MCC) მიერ საქართველოს მთავრობისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური მხარდაჭერით განხორცილდა.