ფოთში გარეგანათების მოძველებულ ნათურებს LED სანათებით ჩაანაცვლებენ

1484

ქალაქ ფოთის მთელ ტერიტორიაზე გარეგანათების მოძველებულ და ამორტიზებულ ნათურებს ახალი LED სანათებით ჩაანაცვლებენ.

“პროექტი ISO სტანდარტების შუქ-დიოდური 4 288 ცალი ახალი სანათის, 66 ელ. კარადაში მართვის ბლოკების და შესაბამისი პროგრამული მართვის სისტემის მონტაჟს ითვალისწინებს”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მუნიციპალური ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება.

“სოდიუმის ნათურების ლედ ნათურებით შეცვლა ფინანსურ დანაზოგს მისცემს ქალაქს, როგორც ელ. ენერგიის ხარჯის 60 %-ით შემცირებით, ასევე, საექსპლუატაციო ხარჯების დიდი დანაზოგით”, – განმარტავენ მერიაში.