ქუთაისში ლორთქიფანიძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

681

ქუთაისში ლორთქიფანიძის ქუჩაზე გზის საფარის და ფეხით სავალი ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

მერიის ინფორმაციით, ქუჩაზე უკვე დასრულდა ბუნებრივი აირის მილის მონტაჟი, მიწის ქვეშ განთავსდა სადენები და მოეწყო სანიაღვრე სისტემა.

გზის საფარის და საფეხმავლო ბილიკების რეაბილიტაციისთვის 245 000 ლარია გამოყოფილი.

სამუშაოებს, რომელიც აგვისტოს ბოლოს დასრულდება, შპს “მშენებელი” ახორციელებს.