ხობის სოფლებში მოსაცდელები შენდება

1052

ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსაცდელების მშენებლობა და სკვერების მოწყობა დაიწყო.

სოფელ ახალ ხიბულაში (გაშფერდი) ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მოსაცდელის მშენებლობა, ხოლო სოფელ ხეთაში (წინაგოლა) “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ სკვერის კეთილმოწყობა მიმდინარეობს.

მოსაცდელის მშენებლობაზე – 6776, ხოლო სკვერის კეთილმოწყობაზე – 15327 ლარი დაიხარჯება. სამუშაოები მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე დასრულდება

გარდა ამისა “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” სოფლებში ნოჯიხევსა (კუთხე ნოჯიხევი) და საჯიჯაოში (ზენი და ჯაპიშაქარი) მოსაცდელები შენდება.

ინფრასტრუქტურული პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 22326 ლარს შეადგენს. სამუშაოები 3 აგვისტომდე დასრულდება

”სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ 2019 წელს, ხობის მუნიციპალიტეტის 21 ადმინისტრაციულ ერთეულში 784 ათასი ლარის ღირებულების 60 პროექტი განხორციელდება.